05/06/2023
08:23
სპორტი
ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში დასრულდა წლის რიგით მესამე სარეიტინგო ტურნირი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში.
ქართველმა მოჭიდავეებმა ასპარეზობის დასკვნით დღეს სამი ფინალური შეხვედრიდან ორში გაიმარჯვეს და უულუ კოჟომკულის და რაატბეკ სანატბაევის სახელობის ტურნირზე გამოსვლა სამი ოქროს მედლით დაასრულეს.
დღეს, 79 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა ვლადიმერ გამყრელიძემ, რომელმაც ბაჰრეინელ ხიდირ საიფუტდინოვს 3:2 სძლია და 92 კგ წონით კატეგორიაში მირიან მაისურაძემ, რომელმაც მონღოლი განხუიაგ განბაატარს 6:1 მოუგო.
ფინალურ შეხვედრაში ყირგიზ ტაიირბეკ ჟუმაშბეკ უულუსთან 2:8 დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა შოთა ფარტენაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ 125 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი გენო პეტრიაშვილმა მოიპოვა.
გუნდურ ჩათვლაში საქართველომ ქულით პირველი ადგილი დაიკავა.
0
0