27/01/2025
10:33
პოლიტიკა
დღეს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ზამთრის სესიაზე შეიკრიბება. სტრასბურგში მმართველ გუნდს დაგეგმილი აქვს არაერთი შეხვედრა.
სესიაზე ქართული დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით მონაწილეობს. დელეგაცია შეხვედრებს 29 იანვრის ჩათვლით გამართავს.
ოპოზიცია ქართული დელეგაციის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს - საკითხი ოფიციალურად დაინიცირებული ჯერ არ არის, თუმცა ამ შინაარსის წერილი სტრასბურგში რამდენიმე კვირის წინ გაიგზავნა.
ოპოზიციის მოთხოვნას ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით, ქვეყნის ღალატად მიიჩნევენ მმართველ გუნდში.
"ქართულ ოცნებაში" იმედოვნებენ, რომ სტრასბურგში მყოფი ქართული დელეგაცია, თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით, შეძლებს ევროსაბჭოს სხვა დელეგაციებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას და მათ დარწმუნებას, რომ მსგავსი გადაწყვეტილება არც ერთი მხარისთვის მომგებიანი არ იქნება.
0
0