27/01/2025
10:27
პოლიტიკა
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) 10,000-ზე მეტ თანამშრომელს მოუწოდა, რომ მონაწილეობა მიიღონ ვაშინგტონის მიერ გლობალური ფინანსური დახმარების განაწილების მეთოდის შეცვლაში, ტრამპის „პირველ რიგში, ამერიკა“ პოლიტიკის შესაბამისად.
„ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ პრეზიდენტს მისი გეგმის განხორციელებაში მხარი დავუჭიროთ. პრეზიდენტმა მოგვცა უდიდესი შესაძლებლობა, რომ შევცვალოთ უცხოური დახმარების მეთოდი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ხორციელდება. საგარეო დახმარების ხარჯების შეჩერება ნიშნავს "სრულ პაუზას’’. ამ ხნის განმავლობაში, ყველა უცხოური დახმარების პროგრამა ყოვლისმომცველად განიხილება. მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს აღარ არის ჩვეულებრივი ბიზნესი. ყველა პროგრამა საფუძვლიანად იქნება შესწავლილი. ნებისმიერი დირექტივის შეუსრულებლობა გამოიწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას“, - ნათქვამია ტრამპის ადმინისტრაციის მემორანდუმში.
Reuters-ს მემორანდუმის ავთენტურობა რამდენიმე წყარომ დაუდასტურა. USAID-მა და თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭომ (NSC) Reuters-ს თხოვნას კომენტარის გასაკეთებლად არ უპასუხეს.
USAID-მა უკვე დაიწყო შეტყობინებების გაგზავნა კონტრაქტორებისთვის, რომლებშიც მოუწოდებენ, რომ „დაუყოვნებლივ გასცენ მუშაობის შეწყვეტის ბრძანებები“ და „შეცვალონ ან შეაჩერონ ფინანსური დახმარების განაწილების არსებული მეთოდი“.
0
0