27/01/2025
10:36
პოლიტიკა
ოპოზიციის მოთხოვნას ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით, ქვეყნის ღალატად მიიჩნევენ მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" იმედოვნებენ, რომ სტრასბურგში მყოფი ქართული დელეგაცია, თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით, შეძლებს ევროსაბჭოს სხვა დელეგაციებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას და მათ დარწმუნებას, რომ მსგავსი გადაწყვეტილება არც ერთი მხარისთვის მომგებიანი არ იქნება.
"ზუსტადაც რომ ყორღანაშვილისეული და სერგო ორჯონიკიძისეულია ის ქმედებები და წერილები, რომელსაც ე.წ. ოპოზიცია და გარკვეული ძალების პირდაპირი აგენტურა ცდილობს ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართოს. ადამიანები, რომლებიც ერთი მხრივ არ აღიარებენ საქართველოს პარლამენტს, ამავდროულად ითხოვენ, რომ ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლებს არ მიეცეთ შესაძლებლობა, რომ საქართველოს ინტერესები გაატარონ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიმდინარეობისას,"- აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.
0
0