29/01/2025
17:58
სამართალი
პენიტენციური სამსახური მზიას შესახებ სამედიცინო დოკუმენტებს არ გვაწვდის, გუშინ სისხლის ანალიზი აუღეს და პასუხი ჯერაც არ ვიცით, - ამის შესახებ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ადვოკატმა ჯუმბერ ქათამაძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა.
ქათამაძის თქმით, მზიას ვიზუალურად არაფერი ეტყობა და მხოლოდ კანი აქვს მსუბუქად დაზიანებული, რაც, ადვოკატის აზრით, რამდენიმე დღიანი შიმშილობის ბრალია.
„ჯანმრთელობის მხრივ არაფერი შეცვლილა, ვიზუალურადაც ძველებურად გამოიყურება, მხოლოდ კანზე აღენიშნება მსუბუქი დაზიანება, რაც, ალბათ, შიმშილობისგან არის გამოწვეული. პენიტენციური სამსახური მის შესახებ სამედიცინო დოკუმენტებს არ გვაწვდის, რათა უფრო დეტალურად გავიგოთ, რა ცვლილება მოხდა მის ჯანმრთელობაში. გუშინ სისხლის ანალიზი აუღეს და არ ვიცით პასუხი, ჯერაც ველოდებით პენიტენციურ სამსახურს, მოგვაწოდოს ინფორმაცია”, - აღნიშნა ჯუმბერ ქათამაძემ.
0
0