30/01/2025
12:19
მსოფლიო
მარკო რუბიო კანადის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ საერთო გლობალური გამოწვევების გადაჭრის, მათ შორის საზღვრებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
“მდივანმა რუბიომ კანადა ჩინეთის უსამართლო ეკონომიკური პრაქტიკისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის შეაქო. ასევე, მდივანმა და მინისტრმა ჯოლიმ ორი ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გაძლიერების მიზნით თანამშრომლობის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურეს”, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის, მელანი ჯოლის ინფორმაციით, შეხვედრაზე ახლო აღმოსავლეთის კრიზისი, უკრაინაში მიმდინარე ომი და ჰაიტიზე არსებული ვითარება განიხილეს.
0
0