მარცვლეულის შეთანხმების დასრულებამ, შესაძლოა, ფასები 15%-ით გაზარდოს - საერთაშორისო სავალუტო ფონდი
26/07/2023
09:56
ეკონომიკა
A-
+A
საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეჩერების გამო, მარცვლეულის გლობალური ფასები, შეიძლება, 15%-ით გაიზარდოს.
ფონდში განმარტავენ, რომ შეთანხმებიდან რუსეთის გასვლამ, შესაძლოა, მსოფლიო მარცვლეულის ფასები 10-15%-ით გაზარდოს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მთავარმა ეკონომისტმა, პიერ-ოლივიე გურინჩასმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება უკრაინიდან მარცვლეულის საკმარისად მიწოდების უზრუნველყოფას უწყობდა ხელს, რამაც სურსათზე ფასების ზეწოლა შეამცირა.
ამასთან, სავალუტო ფონდის შეფასებით, გლობალური მთლიანი ინფლაცია 2023 წელს 6.8%-მდე დაეცემა, 2024 წელს კი 5.2%-მდე შემცირდება, რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, ის 2023 წელს 6.0%-მდე, 2024 წელის კი 4.7%-მდე შემცირდება.
0
0
298
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%