05/01/2024
11:42
ეკონომიკა
კომერციული ბანკების მიმართ პრეტენზიები გაიზარდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში მათ მიმართ მომხმარებლების მხრიდან 20 223 საჩივარი დაიწერა, წინა წლის შესაბამის პერიოდში - 19 715.
ამასთან, სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის ნოემბერში 2072 პრეტენზია დაფიქსირდა, საიდანაც ყველაზე მეტი მიმდინარე ანგარიშებზე, სამომხმარებლო სესხებსა და საკრედიტო ბარათებზე დაფიქსირდა.
უფრო კონკრეტულად, პროდუქტების მიხედვით საჩივრების ხუთეული (2023 წლის ნოემბერში) ასე გამოიყურება:
მიმდინარე ანგარიში/სადებეტო ბარათი - 914 განაცხადი;
სამომხმარებლო სესხი - 478 განაცხადი;
საკრედიტო ბარათი - 192 განაცხადი;
ინტერნეტბანკი – 59 განაცხადი;
მომენტალური განვადება - 47 განაცხადი.
პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში შესული საჩივრებიდან ყველაზე მეტი განაცხადი - 814 ტრანზაქციებზე მოდის, , შემდეგია ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებულ პრეტენზიები - 489 განაცხადით, მე-3 ადგილზეა ადმინისტრაცია/მომსახურება 334 საჩივრით და ა.შ.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის ნოემბერში 2 072 საჩივრიდან ბანკებმა 1 011 განაცხადი - უსაფუძვლოდ, 339 - საფუძვლიანად მიიჩნიეს; 715 განაცხადის შემთხვევაში განხილვა ისევ მიმდინარეობს. 7-ის შემთხვევაში განხილვა დასრულებულია, პრეტენზია მიჩნეულია საფუძვლიანად, თუმცა პრობლემა არ არის აღმოფხვრილი.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება.
bpn.ge
0
0