10/04/2022
21:03
მსოფლიო
იძულებითი დეპორტაციის შემდეგ, რუსეთმა უკრაინის მოქალაქეების სავალდებულო პასპორტიზაცია დაიწყო - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა ავრცელებს.
უკრაინის ომბუდსმენის ცნობით, რუსეთმა დაიწყო პასპორტების გაცემა უკრაინის მოქალაქეებისთვის, რომლებიც იძულებით გადაასახლეს აგრესორი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.
ყველაზე მოწყვლადი კატეგორიის ადამიანების - ქალების, შშმ პირებისა და პენსიონერების დაშინებით, რუსეთის ხელისუფლებამ მათგან მიიღო თითქმის 14 ათასი განცხადება რუსეთის მოქალაქეობის მიღების თაობაზე და გასცა 12 ათასი პასპორტი.
"იძულებითი პასპორტიზაცია უკანონოა და არ არის აღიარებული უკრაინაში, ის ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს და წარმოადგენს ჟენევის კონვენციის პირდაპირ დარღვევას ომის დროს სამოქალაქო პირების დაცვის შესახებ"- წერს დენისოვა.
0
0