04/09/2023
22:17
კულტურა
მსახიობი დავით პაპუაშვილი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი ავრცელებს.
,,უდიდესი ტკივილია რუსთაველის ეროვნული თეატრისთვის, ჩვენი უძვირფასესი, დავით პაპუაშვილის გარდაცვალება…", - წერს თეატრი ფეისბუკის გვერდზე.
დავით პაპუაშვილი 1942 წლის 15 სექტემბერს დაიბადა. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. პაპუაშვილის აღსანიშნავი როლებია: ჭეიშვილი („საბრალდებო დასკვნა“), ტიტე ნატუტარი („ყვარყვარე“), შალვა („კავკასიური ცარცის წრე“), კეიტსბი („რიჩარდ III“), ოსვალდი („მეფე ლირი“), მეორე ღმერთი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), რაიბულ, ჰიდირ („ლამარა“), ბატონი დევი („მერე რა რომ სველია სველი იასამანი“), ვასიკო („ნახვის დღე“), მეცხრე მსაჯული („თორმეტი განრისხებული მამაკაცი“);
2014 წელს დავით პაპუაშვილმა გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი „ჩემი რუსთაველის თეატრი“.
დავით პაპუაშვილი რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო 1963 წლიდან. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1981) და აფხაზეთის დამსახურებული არტისტი (1996).
0
0