"ბრიუსელის მაშინდელი სიყალბის გატარებამ დღევანდელი სიყალბე წარმოშვა"- შალვა პაპუაშვილი
A-
+A

"როდესაც საქართველოს მიმართ ბრიუსელის პრეტენზიებში ვინმე სამართლიანობის რაიმე მარცვალს ეძებს, არ დაგვავიწყდეს, ეს ის ბრიუსელია, რომელმაც სააკაშვილის დემენცია გამოიგონა და დემარშებით ციხიდან მის დახსნას ცდილობდა, სანამ სტრასბურგის სასამართლომ, ამ აფერას, ბოლო არ მოუღო. "- წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ გაკეთებულ განცხადების სქრინს აქვეყნებს, სადაც ის ამბობს, რომ იუსტიციის მინისტრს სააკაშვილთან დაკავშირებით, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის დემარში გადასცა. პაპუაშვილი აქვე აქვეყნებს, მაშინდელი იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებას იმის ტაობაზე, რომ სტრასბურგის სასამარტლომ უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით, მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა. ორივე ინფორმაცია 2023 წლით თარიღდება.
"თუმცა სტრასბურგის სასამართლომდე იყო ბრიუსელის თითქმის ორწლიანი თავდასხმა ქართულ სასამართლოზე, პროკურატურაზე, იუსტიციის სამინისტროზე, პარლამენტზე და მთლიანად ქართულ სახელმწიფოზე. იყო ბრიუსელის მიერ დაფინანსებული ენჯეოების ყალბი სამედიცინო დასკვნები და "ხელისუფლება სააკაშვილს რუსეთის დავალებით კლავს" კამპანიები. ზუსტად ისეთივე ყალბი და ისეთივე ბრიუსელიდან დაფინანსებული, როგორც დღეს.
მაგრამ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ და მას შემდეგ, რაც სააკაშვილი მსოფლიოში პირველი პაციენტი აღმოჩნდა, რომელიც დემენციისგან განიკურნა, ვინმეს ბრიუსელის ან მისი ელჩის ბოდიში მოგისმენიათ? რაიმე, სინანულის მსგავსი, რომ ცილს გვწამებდნენ? არა.
შედეგად, ბრიუსელის მაშინდელი სიყალბის გატარებამ დღევანდელი სიყალბე წარმოშვა."- აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.
0
0
637
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
მოლდოვის სახელმწიფო ვალი ახალ რეკორდს აღწევს
02/12/2025
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%