
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე რვა პარტიამ ერთობლივი განცხადება გააკეთა.
განცხადებაშია ნათქვამია, რომ საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში რვა პარტია იწყებს წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას, რომ პოლიტიკური ბრძოლა თითოეულ ქალაქსა და სოფელში გაიშალოს.
„ივანიშვილის რეჟიმი 4 ოქტომბერს საქართველოში მორიგ რუსულ სპეცოპერაციას გეგმავს. ჩვენ, რვა პროდასავლური ძალა, არ გავხდებით რეჟიმის თანამზრახველი საქართველოს მოქალაქეების მოტყუებაში. ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში და არ გავწირავთ საქართველოს მოქალაქეებს ეგზისტენციალური საფრთხისთვის.
ივანიშვილი კრიმინალური რეჟიმის მიერ შექმნილი განუკითხაობის და უსამართლობის დაკანონებაში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ. ჩვენ ვაღიარებთ მხოლოდ თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს, რომელსაც აუცილებლად მივაღწევთ რეჟიმის პრინციპული და თანმიმდევრული იზოლაციით.
რუსული რეჟიმის სრულ იზოლაციას აუცილებლად მოჰყვება მისი დემონტაჟი. შედეგად – მიტაცებულ ძალაუფლებას დაიბრუნებს ხალხი და თავისუფალი არჩვნების გზით პოლიტიკურ პარტიებს მოგვანიჭებს იმის მანდატს, რომ დავასრულოთ ქაოსი და დავამკვიდროთ უსაფრთხო, დემოკრატიული ქართული სახელმწიფო.
ჩვენი გამარჯვების გზა არის საზოგადოების ერთობა და რეჟიმთან ართანამშრომლობა, უწყეტი, მშვიდობიანი წინააღმდეგობის გაფართოება, რეჟიმის საერთაშრისო იზოლაციაზე ერთობლივი მუშაობის გააქტიურება.
ამ ამოცანების შესასრულებლად უკვე ცხრა თვეა ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს – არ ვაღიარეთ პარლამენტად წოდებულ ფარს და უარი ვთქმვით მანდატებზე ; არ ვაღიარეთ საგამოძიებო კომისიად წოდებული ფარსი პირადი თავისუფლების ფასად. ვიმუშავეთ საერთაშორისო და საპროტესტო ჯგუფებთან, რომ მიგვეღწია რეჟიმის საერთასორისო იზოლაციისთვის.
ამ ძალისხმევამ, ქართველი ხალხის უწყვეტ პროტესტთან ერთად, რეჟიმი შეარყია და ივანიშვილის ბანდაში შიდა დაპირისპირებები გამოიწვია. იმისათვის, რომ ცვლილება დადგეს და ის შედეგი მოიტანოს, რაც ისტორიულ გზაზე დაგვაბრუნებს, სასიცოცხლოდ აუცილებელია ქართული პოლიტიკის სისტემური გადატვირთვა.
სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ვიწყებთ წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას, რომ პოლიტიკური ბრძოლა თითოეულ ქალაქსა და სოფელში გაიშალოს და ხალხისგან წამოსულ იმპულსს, მათ ინტერესებს და ენერგიას დაეფუძნოს“, – ნათქვამია რვა პარტიის განცხადებაში.
0
0