12/04/2022
22:24
მსოფლიო
ფინური მედიის ინფორმაციით, რუსეთს ფინეთის საზღვრისკენ სარაკეტო თავდაცვითი სისტემები გადააქვს. მედიაში ვრცელდება ვიდეომასალა, რომლის თანახმად, ფინეთის საზღვრის მიმართულებით ორი ერთეული სანაპირო დაცვის მობილური სისტემა „კა-300პე“, იგივე „ბასტიონ პე“ გადაადგილდება.
ვიდეოში ჩანს, თუ როგორ უახლოვდება ორი სამხედრო ავტომობილი საგზაო ნიშანს, სადაც ჰელსინკის მიმართულებაა აღნიშნული.
ფინური მედია წერს, რომ ქვეყანაში ნატო-ში გაწევრიანების შესახებ დებატების დაწყების შემდეგ, მსგავსი ვიდეოების გავრცელება შეიძლება გახშირდეს, რაც ფინეთის და ფინელების პირდაპირ თუ ირიბად დაშინებას ისახავს მიზნად.
რუსული სამხედრო ტექნიკის განლაგება ხდება მას შემდეგ, რაც ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა იმედი გამოთქვა, რომ მთავრობა „ზაფხულის შუა რიცხვებისთვის დაასრულებს დისკუსიას“ ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ. საპასუხოდ, კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ეს ნაბიჯი უსაფრთხოების მდგომარეობას ევროპაში „არ გააუმჯობესებს“.
0
0