
ოპოზიციურმა მოძრაობამ „ტავუში სამშობლოსათვის“ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი წარადგინა. ამის შესახებ ერევანში გამართულ მიტინგზე გამოსვლისას ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა გურგენ მელიქიანმა განაცხადა.
„ჩვენ გავმართეთ შეხვედრები და ვსაუბრობდით ერთი თვის განმავლობაში. ჩვენ შევხვდით სხვადასხვა სფეროს, პოლიტიკური პარტიებისა და სოციალური მოძრაობის წარმომადგენლებს. ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა, ვისთანაც ჩვენ ვესაუბრეთ, ერთსულოვანი იყო, რომ ბაგრატ გალსტანიანი უნდა გამხდარიყო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი“, - განაცხადა მან.
მოძრაობა „ტავუში სამშობლოსთვის“ აქტივისტებმა მსვლელობა სოფელ კირანციდან 4 მაისს დაიწყეს და 9 მაისიდან ერევანსა და ქვეყნის რეგიონებში აქციებსა და დაუმორჩილებლობის აქციებს მართავენ. მოძრაობის მონაწილეები, რომლებიც არ ეთანხმებიან აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესს, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას და დროებითი მთავრობის ფორმირებას ითხოვენ.
0
0