
ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი, გიორგი ახობაძე საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ჩვენებას აძლევს.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.
„მინდა ჩემი სამძიმარი გადასცეთ ზურას და გიას, [ჯაფარიძეებს] განსაკუთრებით ზურას, ვიცი, რას გრძნობს“, - განაცხადა ახობაძემ სხდომის დარბაზში შემოსვლისთანავე.
ახობაძის დაკითხვის შემდეგ, ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.
ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0
18 ივლისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
16/07/2025