
კუბის შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი, მარტა ელენა ფეიტო-კაბრერა, იძულებული გახდა თანამდებობიდან გადამდგარიყო მას შემდეგ, რაც მან, პარლამენტის სხდომაზე, უარყო კომუნისტების მიერ მართულ კუნძულზე მათხოვრების არსებობა.
,,კუბაში მათხოვრები არ არსებობენ და ადამიანები, რომლებიც ნაგავში იქექებიან, არსებითად, ამას საკუთარი სურვილით აკეთებენ და ამით სწრაფად და მარტივად ფულის შოვნას ცდილობენ. ეს ადამიანები გადამუშავების სისტემის უკანონო მონაწილეებიც არიან,“ - განაცხადა მინისტრმა.
ფეიტო-კაბრერას კომენტარები ფართოდ გააკრიტიკეს კუბელებმა, რასაც ასევე კუნძულის პრეზიდენტის, მიგელ დიას-კანელის მწვავე რეაქცია მოაჰყვა. კუბელმა აქტივისტებმა და ინტელექტუალებმა გამოაქვეყნეს წერილი, რომელშიც მისი თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ კომენტარები „კუბელი ხალხის შეურაცხყოფას“ წარმოადგენდა. ფეიტო-კაბრერა მალევე გადადგა.
როგორც ცნობილია, კუბაში სიღარიბის დონისა და საკვების დეფიციტის მდგომარეობა გაუარესდა, რადგან ქვეყანა კვლავ ებრძვის მძიმე ეკონომიკურ კრიზისს.
0
0
18 ივლისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
16/07/2025