
თავდაპირველად ისინი აჭარის პოლიციის შენობასთან შეიკრიბნენ, ამ წუთებში კი აჭარის მთავრობის სახლისკენ მიემართებიან.
აქციის მონაწილეები ბათუმის საკრებულოს ენმ-ის დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებას მასზე მამა-შვილი რიჟვაძის ხელმძღვანელობით განხორციელებულ ზეწოლას უკავშირებენ და აცხადებენ, რომ მათ თანამდებობებზე ყოფნის ლეგიტიმაცია აღარ აქვთ.
ოპოზიციის ინფორმაციით, ნუგზარ ფუტკარაძეზე ხორციელდებოდა ზეწოლა, რათა ბათუმის საკრებულოში სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტისას მას ნეიტრალური პოზიცია დაეკავებინა.
აქციაზე მყოფი სამოქალაქო აქტივისტების თქმით, არჩევნების ჩატარებასა და ხელისუფლებისთვის სასურველი შედეგის მიღებაში პირდაპირ არის ჩართული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ადამიანების მოსყიდვასა და დაშინებას აწარმოებს. ამიტომ მათი კიდევ ერთი მოთხოვნა სუსის გაუქმებაა.
0
0