
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზაალ მიქელაძე საქართველოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ურთიერთობებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„ნუ წვალობთ და ასე დანაწევრებულად ნუ გასცემთ თქვენიანებისთვის საკენკს - „სანქციას“. რამდენიმესაათიანი ჟრიამული აქვთ სოცქსელებში“, - წერს დეპუტატი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ სანქციების მიღმა დარჩენილ პოლიტიკოსებს პოზიცია არ შეეცვლებათ.
,,ნუ გაიწყვიტავ მაგ შუბლის ძარღვსო და ნუ გაიიოლებ ცხოვრებასო, - ნოდარ დუმბაძისეული კეთილშობილური გზავნილი ახლო წარსულიდან. როგორც ვიცი, თარგმნილია ბალტიისპირეთის ქვეყნების ენებზე.
ნუ წვალობთ და ასე დანაწევრებულად ნუ გასცემთ თქვენიანებისთვის საკენკს-,,სანქციას“. რამდენიმესაათიანი ჟრიამული აქვთ სოცქსელებში. თუ იმის იმედით, რომ სანქციის მიღმა დარჩენილებს რაიმე ,,განწყობას“ შეგვიცვლით, მაშინ ვერ გიცნივართ - ,,სხვაგან ბალახობთ!!!“
ნუ დაეყრდნობით სახელ-; გვარ-; სამშობლო-არეულებს!
თქვენი თვითგადარჩენის ინსტინქტის განედი და გრძედი საქართველოზე არ გადის!!!
განაგრძეთ სიის წერა, ოღონდ შეეშვით „პროქსი ომის“ წარმოებას ჩვენთან თუ სხვაგან... აცადეთ ადამიანებს მშვიდობიანი თანაცხოვრება. და ისევ ნოდარ დუმბაძე - ,,დააბრუნეთ სიყვარული დედამიწაზე“, - წერს ზაალ მიქელაძე.
0
0