-share.jpg)
ხმაური ჭავჭავაძის გამზირზე – სიტყვიერი დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და მამა შალვა კეკელიას შორის.
“ვაპროტესტებთ, საშინელებაა, ადამიანის ცემაზე ცუდი არაფერი არაა, ვინც ადამიანზე ხელს აღმართავს, არის ღვთის გმობა, ვთქვი ქადაგებაში და დავგმე კიდევაც… ყოველ ღამე ვლოცულობ და ერთი წუთი არ მძინებია ჩემი ერისთვის. მერე რომ დასჭირდებათ მღვდელი, ისევ ჩვენ გვეძახიან, რო გარდაეცვლებათ შვილი ვინ უნდა მივიდეს ამ ხალხთან? გაგვანადგურეთ მაშინ, ეგ იყო კომუნისტების დროს, გვანადგურებდით მღვდლებს, რატო გვიყვირივართ ეკლესიას… ” – ამბობს მამა შალვა კეკელია.
როგორც მამა შალვამ აღნიშნა, ყოველდღე და ღამე ლოცულობს იმისათვის, რომ დაძაბულობა არ იყოს და სანაცვლოდ ესმის ეკლესიის და პატრიარქის ლანძღვა.
„ქაშვეთშიც ვიყავი პარაკლისზე. მე ყოველდღე ვატარებ პარაკლისებს და ღამის თევით ვატარებ წირვებს, რომ დაძაბულობა არ იყოს და ხალხმა ერთმანეთი არ დახოცოს. ყოველდღე და ყოველღამე ვლოცულობ და ერთი წუთი არ მძინებია ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი ერისთვის.
გაგვანადგურეთ მაშინ და ეს იყო კომუნისტების დროს, გვანადგურებდით მღვდლებს. რატომ გვიყვირით სად არის ეკლესია? ეკლესია იქაა სადაც ეკლესიაა. ეკლესიას შეიძლება ესე მოექცეთ? პატრიარქს რატომ აგინებენ? თქვენი პატრიარქი არ არის ილია მეორე ? გეკითხებით არ არის თქვენი პატრიარქი ილია მეორე? არ ხარ მონათლული? შენ ეკლესიას რატომ ლანძღავ?“,- განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.
0
0