
საპროტესტო მსვლელობები და შეტაკებები საფრანგეთში - პარიზში, ლიონში, ლილსა და მარსელში, სულ ოცდაათზე მეტ ქალაქში, ქუჩაში ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა. ფემინისტური ორგანიზაციები, პროფკავშირები, სტუდენტები და "ყვითელჟილეტიანები" ქალთა მიმართ ძალადობასა და ფასების ზრდას აპროტესტებენ.
მარსელში დემონსტრანტები პოლიციის აკრძალვის მიუხედავად შეიკრიბნენ, ბიარიცში მომხდარ შეტაკებაში კი ათობით მოქალაქე დაშავდა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორან ნუნესის თქმით, მსვლელობებზე, რადიკალური მემარცხენეებისა და ულტრამემარცხენეების მხრიდან ისმის მოწოდებები არეულობების მოწყობის შესახებ.
"რადიკალური მემარცხენეებისა და ულტრამემარცხენეების მხრიდან ისმის მოწოდებები მსვლელობებზე არეულობების მოწყობის შესახებ. ისინი სავაჭრო ობიექტებზე, მათ შორის, საშობაო ბაზრობებზე თავდასხმებისკენ მოუწოდებენ. ცხადია, საფრთხე არსებობს. ტერორისტული საფრთხე მუდმივია. მისი ინტენსივობა არასდროს შემცირებულა. ეს ეხება შიდა საფრთხესაც, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი პირებისგან მომდინარეობს", - განაცხადა ლორან ნუნესმა.
0
0