
სოციალური ქსელის მომხმარებელი, გიორგი მეტრეველი ჯგუფში „კახელები“ პოსტს აქვეყნებს.
„მოკლედ, ვაშლატამას ვერ ვყიდი ვერსად, არის სუფთა, არც დასეტყვილია, არც ფარიანა არაქვს და არც კალიის ნაჭამია. უბრალოდ წვრილია და მაგიტომ არიყიდება. ხოდა ვისაც სურვილი გაქვთ მოდით, დაკრიფეთ და წაიღეთ, უფასოდაა.
ეხლა არ მითხრათ თუ პატივისცემა გინდა ბარემ შენ მოგვიტანეო. ვინც მიცნობთ იცით ადგილი სადაც მაქვს, ვინც არ იცით მოდით და გამოგყვებით და მოკრიფეთ რამდენიც გინდათ. 3 რიადია, 60 ძირი და ეხლა დაახლოებით ტონა-ნახევარი ასხია. 2 ან 3 დღეში თუ არ წაიღებთ - ხეზე დალპობა უწერია ამ ატამს (გურჯაანის რაიონი, სოფ: ვაზისუბანი) 592-61-51-22 ეს ჩემი ნომერია.
ვიცი რომ ბევრს ენატრება ატამი და არაქვს, მე ვერ მოგიტანთ, ვისაც სურვილი გაქვთ მოდით და წაიღეთ უფასოდ“ - წერს გიორგი მეტრეველი.
0
0