
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საინფორმაციო პროექტის - „ინკლუზიური საარჩევნო გარემო და ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა ღია მმართველობის პროცესში“ განხორციელება დაიწყო. ინიციატივა ეთნიკურ უმცირესობათ
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მისივე ცნობით, პროგრამა განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის“ (1+4 პროგრამა) სტუდენტებისთვის, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები და ეთნიკურ უმცირესობათა
საინფორმაციო პროექტი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორობით ხორციელდება. პროექტის ამოცანაა ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა, საარჩევნო პროცესებში ეთნიკურ უმცირესობათა
პროექტის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი, ცესკოში შექმნილი ეთნიკურ უმცირესობათა საკითხებზ
ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა.
მისასალმებელ სიტყვაში რექტორმა ყურადღება გაამახვილა განათლების სისტემის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ინსტიტუციების
დავით გურგენიძის განცხადებით, უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თითოეული სტუდენტის მხარდაჭერას, მათი შესაძლებლობების განვითარებასა და ისეთი აკადემიური გარემოს შექმნას, სადაც ყველა ახალგაზრდა, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, თავს თანასწორად, დაცულად და საუნივერსიტეტო საზოგადოების სრულფასოვან წევრა
„ძვირფასო სტუდენტებო, მინდა განსაკუთრებული სითბოთი მოგესალმოთ და გითხრათ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თქვენი ალმა მატერია. აქ თითოეული თქვენგანის მიზნები, კულტურა, ტრადიციები და გამოცდილება საუნივერსიტეტო ცხოვრების მნიშვნელოვანინაწილია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ არა მხოლოდ მიიღოთ ხარისხიანი განათლება, არამედ აქტიურად ჩაერთოთ ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, კარგად იცნობდეთ თქვენს სამოქალაქო უფლებებს, შესაძლებლობებს და სრულად იყოთ დარწმუნებული იმაში, რომ საქართველოს განვითარებაში თქვენი წვლილი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ნებისმიერი სხვა მოქალაქის. დარწმუნებული ვარ, რომ განათლებასა და მეცნიერებასთან ერთად,გვაერთიანებს საქართველოს სიყვარული, ურთიერთპატივისცემა
სტუ-ის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან საქართველოს საარჩევნო სისტემის თავისებურებებს, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას, მოქალაქეთა საარჩევნო უფლებებსა და იმ მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია საზოგადოებრივ და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მონაწილეობა. ინიციატივა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს 1+4 პროგრამის სტუდენტებისთვის, რომელთა საუნივერსიტეტო განათლების პროცესში, სახელმწიფო ენის დაუფლებასთან ერთად, მნიშვნელოვანია საქართველოს საზოგადოებრივი და ინსტიტუციური გარემოს გაცნობა.
0
0