
ჩვენი პოზიცია არის მკაფიო - ვეტინგი არის ჩვენთვის მიუღებელი, სამართლებრივი და არა მხოლოდ სამართლებრივი, პრაქტიკული მოსაზრებებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ [ბრიუსელში] გვქონდა საუბარი თითოეულ პუნქტზე, მათ შორის სასამართლოსთან დაკავშირებით. „ვეტინგის“ შესახებ ჩვენი პოზიცია გამოკვეთილია. ეს არამხოლოდ ეწინააღმდეგება თავისი არსით საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას, არამედ პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის სულისკვეთებას, მათ შორის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის პრინციპს. მითუმეტეს არ არსებობს საფუძველი ასეთი პროცესების განვითარებისთვის ჩვენს ქვეყანაში, არ არსებობს არგუმენტები და ფაქტები. შესაბამისად ჩვენი პოზიცია არის მკაფიო - „ვეთინგი“ არის ჩვენთვის მიუღებელი, სამართლებრივი და არა მხოლოდ სამართლებრივი, პრაქტიკული მოსაზრებებიდან გამომდინარე. მიზანი ნათელია, რისთვისაც იყო გამოყენებული მსგავსი პროცესები 2004 წლის შემდეგ, იგივე მიზნით სურთ მათ ამ პროცესის დაწყება ჩვენს ქვეყანაში. ასეთი პროცესები ხშირად გამოიყენება იმისთვის, რომ განხორციელდეს სასამართლოს სისტემაზე პოლიტიკური კონტროლი, რაც ჩვენთვის მიუღებელია. აქედან გამომდინარე ასეთ მიდგომებს მხარს ვერ დავუჭერთ. არიან კონკრეტული ქვეყნები სადაც, მაგალითად დღეს ადეიშვილის მოადგილე ატარებს „ვეტინგს“. როგორც გაგრძელდება ეს პროცესები, შეგვიძლია ვივარაუდოთ“, - განაცხადა კობახიძემ.
0
0