
სანამ „ვეტინგამდე“ მოვიდოდით, გავიხსენებ თანმიმდევრობას, იყო კლიპების დამზადება, სხვადასხვა ანგარიშის მომზადება, ორკესტრირებული კამპანია სასამართლო ხელისუფლების მიმართ, მისი გაშავება დისკრედიტაციის მიზნით, რათა დასუსტდეს და შემდგომ სუსტი ადვილი სამართავია, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ერთი მიმართულება იყო უზენაესის დაკომპლექტების პროცესის შეჩერება, მეორე მიმართულება იყო საბჭოს დამორჩილების მცდელობა.
„ერთი მიმართულება იყო უზენაესის დაკომპლექტების პროცესის შეჩერება, მორატორიუმს ითხოვდნენ. არ შევაჩერეთ, რადგან 10 მოსამართლეღა იყო უზენაეს სასამართლოში დარჩენილი. 2018 წლიდან საბჭოზე გადმოვიდა უზენაესის დაკომპლექტების პასუხისმგებლობა და ჩვენ რომ ეს პროცესი შეგვეჩერებინა, მართლმსაჯულება ვერ განხორციელდებოდა. მეორე მიმართულება იყო საბჭოს დამორჩილების მცდელობა, მათთვის მისაღები როგორც მოსამართლე, ისე არამოსამართლე წევრების არჩევა საბჭოში და ამ ორი, უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს ხელში ჩაგდება და იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე რაღაც გავლენის მოპოვება. ვერცერთი მიმართულებით ვერ მიაღწიეს წარმატებას, უზენაესი დაკომპლექტებულია, ფუნქციონირებს საბჭო და ახლა უკვე მივედით „ვეტინგამდე“, - აღნიშნა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
0
0