
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას ვრცლად ილაპარაკა რუსეთისა და მისი ლიდერის, ვლადიმირ პუტინის შესახებ. საკუთრივ ვიდეო-მიმართვაც ჩაწერილია სუმის ოლქში, რომელიც ესაზღვრება უკრაინის არმიის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებულ რუსეთის კურსკის ოლქს.
„ის, რაც მტერმა მოიტანა ჩვენს მიწაზე, ახლა თავის სახლში დაბრუნდა. და ვისაც სურდა ჩვენი მიწების ბუფერულ ზონად გადაქცევა, იმან უნდა იფიქროს, როგორ არ იქცეს მისი ქვეყანა ბუფერულ ფედერაციად“, - განაცხადა ზელენსკიმ სიტყვით მიმართვისას.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინს (სახელისა და გვარის დასახელების გარეშე) უწოდა "ავადმყოფი ბაბუა წითელი მოედნიდან", ხოლო რუსეთი მოიხსენია როგორც "მსოფლიოში ნომერ პირველი ტერორისტული ორგანიზაცია".
„ვერ გვიკარნახებს თავის წითელ ხაზებს ავადმყოფი ბაბუა წითელი მოედნიდან, რომელიც გამუდმებით ყველას წითელი ღილაკით ემუქრება,“, - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
0
0