-share.jpg)
„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, პარტიაში მომხდარი შიდა დაპირისპირების შესახებ წერს.
„ვანომ იცის, ადემ იცის - გიგას არ უთხრათ”… ეს, ვიწრო წრეში ანეკდოტად ქცეული ფრთიანი ფრაზა სააკაშვილის გვიანი აბსოლუტიზმის პერიოდიდანაა. არჩევნები რომ წავაგეთ, როგორც გლოვის სტადიებშია, რუმინაციის პერიოდი დაიწყო. ძალიან ბევრმა ადამიანმა დაიწყო ჩხუბი უკანა დროით - მეტწილად მათ, ვინც მიმდინარე დროში ჩხუბს ვერ ბედავდნენ და უსიტყვო შემსრულებლები იყვნენ.
ერთ-ერთი დათო ტყეშელაშვილია, რომელიც სააკაშვილის ადმინისტრაციის უფროსი იყო და ეს ფრთიანი ფრაზა, ყველაზე ხშირად ესმოდა. მეც მისგან გავიგე ეს ფრაზა ანეკდოტად და ბევრს ვიცინოდით ამაზე. რამდენიმე წლის განმავლობაში ვისმენდი მისგან მოთქმას იმაზე, რა ბრიყვი იყო ყველა, ვინც გიგას არ უჯერებდა (თვითონ ცხადია არ გადიოდა ამ ბრიყვებში, თავის თავს არ თვლიდა) - კეზერასთან ვხვდებოდი ხოლმე დიდწილად, როცა იქით ვიყავი. ხოდა ეს დათო ტყეშელაშვილი, სააკაშვილის ისემენობიდან კეზერაშვილის იესმენად ჩამოქვეითდა და რის გამოც ყველას ლანძღავდა უკანა დროით - გიგას რომ არ უჯერებდნენ, თავად უარესი გააკეთა - კეზერაშვილის ინსტრუმენტი იყო ოპერაცია ბარბროსაში, ბოკერიას წინააღმდეგ. მე ხომ ეს ყველაფერი ნანახი მაქვს.
რატომ უნდა დავუშვა ერთი წამით, რომ ეს კაცი ძალაუფლებას გაეკაროს და მორიგი მავნებლობების უსიტყვო ინსტრუმენტი გახდეს? სამშობლოს მოღალატე ხომ არ ვარ?
p.s. ესეც იმ მემუარების ნაწილია რომელსაც ძალაუფლებაზე და ადამიანებზე დავწერ მოხუცებულობაში, მაგრამ ეგდოს ფრაგმენტი“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
0
0