
ბიზნესმენი დემურ ხაბულიანი უარყოფს ინფორმაციას, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან მას რამდენჯერმე ესროლეს.
„ტყუილია ყველაფერი, რა თავდასხმა, ამუქებთ რაღაც სისულელეებს. არაფერი არ მომხდარა, კბილი ამტკივდა და წავედი იქ ხეჩინაშვილის კლინიკაში“, - აცხადებს „ფორმულასთან“ საუბრისას ბიზნესმენი.
შეგახსენებთ, პირველ მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, შატბერაშვილის ქუჩაზე ბიზნესმენი დემურ ხაბულიანი დაჭრეს, თუმცა შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ბიზნესმენი დაჭრილი არ არის და მას თავის არეში ბლაგვი საგნით მიღებული დაზიანება აღენიშნება. ის დეპუტატ დილარ ხაბულიანის ძმაა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
0
0