29/11/2022
23:07
პოლიტიკა
„მამაჩემს ბევრ რამეს ეუბნებოდა ბევრი ადამიანი, ესაუბრებოდა ბევრ ამომრჩეველს, ყოველთვის ცდილობდა, რომ შეეგრძნო საქართველოში არსებული სიტუაცია. მან ეს სწორად ვერ დაინახა. უნდოდა, დაენახა რაღაც სურათი, იყო სხვა ვითარება, თუმცა მან დაინახა სხვა სურათი, რადგან ძალიან უნდოდა საქართველოში დაბრუნება“, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკა აღარ აინტერესებს და წლების გასვლის შემთხვევაშიც კი, მას აღარ დაუბრუნდება.
„მისი დაბრუნება იყო ემოციური, ირაციონალური სურვილი, რამაც მისი შეცდომები განაპირობა. ის იჯერებდა გარკვეულ დაპირებებს, ისტორიებს, რომლებიც ესმოდა საქართველოდან, მაგრამ მას სხვა მოსაზრებებიც ესმოდა, თუნდაც ჩემგან, მაგრამ ამის მოსმენა არ უნდოდა.
ჩემი დაკვირვებით, ქართული პოლიტიკა მას მართლაც არ აინტერესებს. თუ წლები გავიდა და მან კვლავ გადაწყვიტა ქართულ პოლიტიკაში დაბრუნება, ეს იქნება სიგიჟე, მაგრამ არა მგონია, რომ ეს მოხდეს“, - განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა „ტვ პირველთან“ საუბრისას.
0
0