
„თუ ამხელა პროექტში შევაბიჯებდით, ამ გზის მონაწილე პარტნიორებს უნდა ჰქონოდათ ინფორმაცია, თუ რა ფული იხარჯება ჩვენს ქვეყანაში“, ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა ბექა დავითულიანმა რადიო „სივრცის“ ეთერში, „გამჭვირვალობის კანონზე“ საუბრისას განაცხადა.
„იმ ფონზე, როცა იბომბება სუეცის არხი, მოიმატა ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო მნიშვნელობამ, ჩინეთი-შუა აზია-კავკასია და ევროპა. ამ გზაზე, ამ ჯაჭვში, გიჩნდებიან სხვა პარტნიორებიც, რაღაც პრეტენზიები შეიძლება მათაც ჰქონოდათ, სავარაუდოდ, თუ ამხელა პროექტში შევაბიჯებდით... ამიტომ როგორც მინიმუმ, ჩვენს ქვეყანაში რა ფული იხარჯება, უნდა ყოფილიყო გაკონტროლებული, ამ გზის მონაწილე პარტნიორებისგან ნდობის მოპოვების მიზნით“ - განაცხადა დავითულიანმა „სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან“.
გადაცემა სრულად:
0
0