
პოლოტოოლოგ ნიკა ჩიტაძეს, სოციალურ ქსელში გავრცელებული IRI-ის კვლევების არ სჯერა და ამბობს, რომ ქვეყანაში არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის, რომ "ოცნების" რეიტინგი გაზრდილიყო და ოპოზიციის დაცემულიყო.
როგორც ნიკა ჩიტაძემ რადიო "სივრცის" ეთერში განაცხადა, თუ მსგავსი კვლევა გავრცელდა და რეალობას ასახავს, ეს ნიშავს, რომ "ოცნების" პროპაგანდამ იმუშავა, რაც საზოგადოებაში არსებული პოლიტიკური კულტურის დაბალ დონეზე და უცოდინარობაზე მეტყევლებს.
ნიკა ჩიტაძეს მაგალითად მოჰყავს 2024 წლის არჩევნები და ამბობს, რომ ოპოზიციას საკმაო მხრადაჭერა აქვს, რაც მრავალმა საერთაშორისო ორგანიზიცამ აღიარა. არჩევნები კი მათივე დაკვირვებით, დარღვევით ჩატარდა.
„მე არ მგონია, რომ ეს რეალობა არსებობდეს. თუ ვითარება შეიცვალა, რეალობა არის ის, რომ საფუძველი იმისა, რომ „ოცნების“ რეტინგი ამაღლებულიყო არ არსებობს. თუ დადასტურდა ეს კვლევა, მაშინ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ისევ იმუშვავა „ოცნების“ პროპაგანდამ, რომელიც აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიები არიან დაქირავებული აგენტები და უასამშობლოები. თუ ეს აღიარა მოსახლეობამ, დიდ პრობლემასთან გვაქვს საქმე. როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობდა- ერის მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ ღარიბია, არამედ, ცოდნა და განათლება აკლია“- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
მისი თქმით, კვლევაში წარმოდგენილი ციფრები საქართველოს პრობლემაა და არა ოპოზიციის.
„საქართველოს პრობლემაა და არა იმდენად ოპოზიციის, რადგან, პლატონს აქვს კარგად ნათქვამი, რომ სახელმწიფოს ღირსება დამოკიდებულია თითოეული იმ ადამიანის ღირსებაზე, რომელიც ცხოვრობს ამ სახელმწიფოში“- ამბობს ჩიტაძე.
0
0