
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესია ჩანიშნული. ჯერჯერობით უცნობია, დაესწრება თუ არა ის პროცესს. როგორც მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და არ ჰგონია, რომ ის სასამართლოზე ჩართვას შეძლებს.
„არა, ვერ შეძლებს იმიტომ, რომ ახლაც ძლივს მელაპარაკებოდა. სისუსტე აქვს საშინელი, აბა, ასე სად ჩაერთვება?
ჩემი შთაბეჭდილებით, ვერაფერსაც ვერ შეძლებს, რადგან გუშინაც გადასხმა გაუკეთეს და ახლა გაუკეთებდნენ სისხლის გადასხმას. წინა გადასხმაზე ალერგიული შეტევა ჰქონდა და კინაღამ დაიხრჩო. ფაქტობრივად, გადასხმებით უჭირავთ“, - განუცხადა მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ გიული ალასანიამ „ფორმულას“.
0
0
მუხრანში მკვლელობა მოხდა
24/01/2026