
სერიალ „სასოწარკვეთილი დიასახლისების“ ვარსკვლავმა, ფელისიტი ჰოფმანმა პირველად ისაუბრა საჯაროდ იმ სკანდალზე, რის გამოც მას ციხეში ყოფნაც კი მოუწია. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
ცნობილი მსახიობი სასჯელს შვილისთვის კოლეჯში ადგილის მოსაპოვებლად თაღლითური შეთქმულების მოწყობის გამო იხდიდა. 14-დღიანი პატიმრობის გარდა, მსახიობს 30 000 დოლარის გადახდა და 250 საათი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დაეკისრა.
„ვფიქრობდი, რომ მე ჩემი შვილისთვის მომავლის შანსი უნდა მიმეცა, ეს კი ნიშნავდა, რომ კანონის დარღვევა მომიწია“, - განაცხადა ჰოფმანმა ინტერვიუში.
მსახიობის თქმით, ის ფიქრობდა, რომ ცუდი დედა იქნებოდა, თუ ამას არ გააკეთებდა. ამასთან, მსახიობმა თქვა, რომ თავისი საქციელის გამო რცხვენია და ბოდიში მოუხადა იმ სტუდენტებსა და ოჯახებს, რომლებიც უნივერსიტეტში კანონიერად მოსახვედრად ძალიან ბევრს შრომობენ.
ე.წ. კოლეჯის სკანდალის საქმეზე განსასჯელთა სკამზე სულ 50 ადამიანი მოხვდა. საქმის მასალების თანახმად, შეძლებული ოჯახები კოლეჯისა და ტესტირების ცენტრის თანამშრომლების მოსყიდვით იყვნენ დაკავებულნი, რათა მათი შვილები ქვეყნის ყველაზე პრესტიჟულ სკოლებში და სასწავლებლებში მოხვედრილიყვნენ.
0
0