-share.jpg)
ისტორიკოსი ბექა კობახიძე სოციალურ ქსელში წერს:
„რუსების მასობრივი შემოშვება არ შეიძლება არც მორალურად, არც პრაგმატულ ქართულად და არც პრაგმატულ ინტერნაციონალურად.
რატომ?
მორალურად:
ათიდან ექვსს მაინც პუტინისთვის აქვს ხმა მიცემული, ორს ზიუგანოვისთვის, ერთს ჟირინოვსკისთვის.
არ გაგვიგია მათი მხრიდან ემპათიის ხმა ჩეჩნეთის ომიდან უკრაინის ომამდე. ოკუპირებული სუდეტის პირობებში, არც ჩეხები ხვდებოდნენ გერმანელებს ბუკით და ნაღარით.
ბოლო ოცი წელია რუსეთს იმ დონეზე აქვს გართულებული საქართველოს მოქალაქეებზე ვიზების გაცემა, ან ალტინფოს წევრი უნდა იყო ან მამა უნდა გყავდეს მოქალაქე რომ შეგიშვან. ვინც ამ კატეგორიაში არ ჯდებოდა, გამოგვიგზავნეს სატვირთო თვითმფრინავებით;
პრაგმატულ ქართულად:
რუსეთის პოლიტიკის გათვალისწინებით, მის ნებისმიერ მეზობელ ქვეყანაში, რუსეთის ასი მოქალაქეც კი საშიშია. არ იცი როდის შემოყვება ჯარი მათ "დასაცავად". უკვე შემოსულა ჩვენთან და "დაუცავს".
ბოლოსდაბოლოს, ყველაზე პროფესიონალი სპეცსამსახურიც ვერ გაარჩევს 50 ათასი ადამიანიდან ვინ არის დივერსანტი და ვინ უბრალო მოქალაქე;
პრაგმატულ ინტერნაციონალურად:
რამდენგანმე წავიკითხე არგუმენტი, რომ სჯობს შემოვუშვათ, რადგან პუტინს საზარბაზნე ხორცი დააკლდებაო.
სისულელეა. პუტინმა რომ საზღვრები არ ჩაკეტა ჯერ და აძლევს მათ გამოსვლის საშუალებას, ამას ძალიან გონივრული მიზეზი აქვს.
ამის თაობაზე დიდი სტატია დავწერე და ახლაც დარწმუნებით ვიმეორებ, ომი არ დასრულდება უკრაინელი ჯარისკაცის მიერ სიმფეროპოლის თავზე დროშის აღმართვით. ეს ომი არის ინსტრუმენტი, რომელმაც რუსეთი უნდა არიოს,
ჩამოშალოს და რევოლუციურ სცენარამდე მიიყვანოს. ომის გამო პროტესტის მუხტის აწევა სწორედ იმ ხალხსა და მათ ოჯახებს შეუძლიათ, ვინც მობილიზაციის პირველივე დღეს გარბის ქვეყნიდან.
წარმოვიდგინოთ ეგ ხალხი ფრონტის ხაზზე, ეს ნიშნავს არმიის კიდევ უფრო დემორალიზაციას და მათი ოჯახების მხრიდან პროტესტს.
ამიტომ, მათი შემოშვებით ჯარისკაცებს კი არ ვართმევთ პუტინს, არამედ დემორალიზაციის მექანიზმის გაუვნებელყოფასა და პროტესტის შესუსტებაში თანავმონაწილეობთ.
სწორედ ამიტომ, პუტინს ძალიან უნდა ამ ხალხის ქვეყნიდან გაშვება. არ დაუმალავს, თქვა კიდეც: наша общество выплюнит их как заразу.
კი, ნოვოდვორსკაიას, ილია იაშინის, გარი კასპაროვის, დოჟდის თანამშრომლების მსგავსი ხალხი დიდი სიყვარულით უნდა მივიღოთ, მაგრამ ეს იმდენად მცირე ოდენობაა რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის უფრო ძნელი უნდა გახდეს საქართველოში შემოსვლა, ვიდრე ამერიკელისთვის ირანში.
ყაზახეთმა აქაც გვაჯობა. ყასი ჯომარტ თოყაევის ისევ გვშურს.“
0
0