26/11/2024
21:04
პოლიტიკა
რადგან ცესკომ სიები გააუქმა, „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებული რეჟიმისგან მოვითხოვ, დაუყოვნებლივ დაადასტუროს ჩემი განცხადება, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც ცესკოს მიერ „კოალიცია ცვლილებისთვის”, „ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობას“ და „ძლიერ საქართველოს“ პარტიული სიების გაუქმებას გამოეხმაურა.
ვაშაძე დარწმუნებულია, რომ მის მსგავსად სხვებიც, ინდივიდუალურად მიმართავენ პარლამენტის მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით.
„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გააუქმა სიები იმ სამი პოლიტიკური ჯგუფის, რომლებმაც მიმართეს. როგორც დავწერე მე განცხადება მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით, ასევე უნდა დაწეროს ყველამ ინდივიდუალური განცხადება. ამ განცხადებაში არცერთი ზედმეტი სიტყვა არ ჩავწერე, რომ ვინმემ ხელზე არ დაიხვიოს, რომ ამის გამო არ მიწყვეტს მანდატს. რადგან ცესკომ სიები გააუქმა, „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებული რეჟიმისგან მოვითხოვ დაუყოვნებლივ დაადასტუროს ჩემი განცხადება.
დარწმუნებული ვარ სხვებიც მიმართავენ. მე ჩემი ნაბიჯი გადავდგი. მე არ ვამბობ იმას, რომ ყველაზე მაგარი ვარ, რადგან პირველი ნაბიჯი მე გადავდგი, არა, დარწმუნებული ვარ სხვებიც იგივე ნაბიჯს გადადგამენ“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ინფორმაციისათვის, საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პოლიტიკური გაერთიანებების -„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროას“, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ პარტიული სიით წარდგენილ დარჩენილ კანდიდატებს. როგორც ცესკო-ს განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება ცესკომ აღნიშნული პარტიების მომართვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისად მიიღო.
0
0