
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობასთან“ დაკავშირებით, მიუთითებდა მათ კიდევ ერთ უკანდახევას - როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ მზად არის, „გლობალურ ომის პარტიას“ ესაუბროს, ოღონდ ამისთვის, პირველ რიგში, საჭიროა განსაზღვროს, ვინ ან რომელი ორგანიზაცია, რომელი სახელმწიფო წარმოადგენს ამ პარტიას, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ უკვე არაერთი ნაბიჯი გადადგა საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოსაქცევად.
„მნიშვნელოვანია იმ საკითხზე ხაზგასმა, რომ „ქართულმა ოცნებამ“, ფაქტობრივად, ჩვენი ურთიერთობა დასავლელ პარტნიორებთან გაანადგურა, მათთვის მთავარი საფრთხე, როგორც ჩანს, იყო სანქციები, რომლებიც უკვე ძალაში შეჰყავთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, მათი გადაწყვეტილება, მათ შორის, გუშინ „საერთაშორისო გამჭვირვალობასთან“დაკავშირებით, მიუთითებდა მათ კიდევ ერთ უკანდახევას. როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ მზად არის, გლობალური ომის პარტიას ესაუბროს, ოღონდ ამისთვის, პირველ რიგში, საჭიროა განსაზღვროს, ვინ ან რომელი ორგანიზაცია, რომელი სახელმწიფო წარმოადგენს ამ პარტიას. მათი მხრიდან ამ საკითხის ასე დაყენება არასერიოზულია“, - განაცხადა სანიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მომავალი წლის დასაწყისიდან „ქართული ოცნება“ ურთიერთობის გადატვირთვას გეგმავს ყველასთან, მათ შორის „გლობალური ომის პარტიასთან“.
„ჩვენ უნდა დავლაგდეთ ყველასთან, მათ შორის გლობალურ ომის პარტიასთან, მას შემდეგ, რაც შეიცვლება ინტერესები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0