
პრემიერმა მონაწილეობა მიიღო პრეზიდენტ ტრამპის სახელით გამართულ ვახშამში, მიღებაში, სადაც მიწვეული იყო საქართველოს დელეგაცია - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში იმართება არაერთი მაღალი დონის ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას იღებს საქართველოს დელეგაცია.
„პრემიერმა მონაწილეობა მიიღო პრეზიდენტ ტრამპის სახელით გამართულ ვახშამში, მიღებაში, სადაც მიწვეული იყო საქართველოს დელეგაცია. საქართველოს დელეგაცია მონაწილეობს სხვადასხვა ღონისძიებაში, მათ შორის, იმ ღონისძიებებში, რომელიც ეძღვნება ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესებს. საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან გაიმართება არაერთი შეხვედრა, როგორც გაეროს, ისე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
0
0