
„ქართული ოცნების“ ანტიდასავლური პოლიტიკის გამო, შეჩერებულია ფინანსური ნაკადები ევროკავშირის მხრიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ გაიზრდება უმუშევრობა და ძალიან ბევრი ადამიანი დარჩება სიღარიბეში - 26 ოქტომბერს ეს უნდა დავასრულოთ და დავიბრუნოთ ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, - ამის შესახებ პლატფორმა „ერთიანობის“ ლიდერმა, გია ჯაფარიძემ ბრიგინზე განაცხადა.
მისივე თქმით, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან მტრული დამოკიდებულება საქართველოს მოქალაქეებს მომავალს ართმევს და მოსახლეობას სიღარიბეში ტოვებს.
„თბილისში და არა მხოლოდ თბილისში, საქართველოს ბევრ ქალაქში არის უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ფინანსდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ეს იქნება ევროპის კავშირი თუ სხვა საერთაშორისო პარტნიორები. მაშინ, როდესაც „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გადაწყვიტა ანტიქართული, ანტიევროპული, ანტიდასავლური პოლიტიკა აწარმოოს, იცით რომ შეჩერებული არის ფინანსური ნაკადები ევროპის კავშირის მხრიდან. ამ ფინანსური ნაკადების შეჩერება ნიშნავს იმას, რომ შეჩერდება ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ევროპის კავშირის მხრიდან არის დაფინანსებული. ეს ნიშნავს, რომ გაიზრდება უმუშევრობა და ძალიან ბევრი ადამიანი დარჩება სიღარიბეში. ევროპის კავშირთან, აშშ-თან, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ეს მტრული დამოკიდებულება საქართველოს მოქალაქეებს ართმევს მომავალს, საქართველოს მოქალაქეებს ტოვებს სიღარიბეში. 26 ოქტომბერს ჩვენ ეს უნდა დავასრულოთ. 26 ოქტომბერი არის დღე, როდესაც ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი მომავალი,“ - განაცხადა გია ჯაფარიძემ, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
0
0