"ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ახალი ცენტრალური ოფისი იხსნება. ამ წუთებში პარტიის ლიდერები შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ.
საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყების შესახებ განცხადება პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პარტიის დამფუძლნებელს, ბიძინა ივანიშვილს და მის ღვაწლზე ისაუბრა.
ღონისძიებას ბიძინა ივანიშვილი ესწრება.
როგორც ცნობილია, „ქართული ოცნების“ ახალი ცენტრალური ოფისი ორთაჭალაში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე მდებარეობს. მიწის ნაკვეთის ფართობი - 4 953 კვ. მეტრი, ხოლო საოფისე ფართობი - 4 930.2 კვ. მეტრია. ცნობილია ისიც, რომ ახალ ოფისში "ქართულმა ოცნებამ" 19 მილიონი უნდა გადაიხადოს.
პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, საპროექტო შენობა რვა სართულიანია. შენობის შუაგულში გათვალისწინებულია ბირთვი, რომელიც მოიცავს ორ კიბის უჯრედს, სამ ლიფტს თავისი ჰოლით და საზოგადოებრივი სარგებლობის სანიტარულ კვანძებს.
ოფისის მშენებლობა შპს „ნიუ ოფისმა“ განახორციელა და როგორც ცნობილია, პარტია ოფისის შესაბამისი ხელშეკრულებით ქირაობას გეგმავდა.
0
0