„ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“ - ამ სახელით აშშ-ის კონგრესის საკანონმდებლო მაცნეში კანონპროექტი დარეგისტრირდა
11/01/2025
13:17
პოლიტიკა
A-
+A
აშშ-ის კონგრესის საკანონმდებლო მაცნეში უკვე დარეგისტრირდა რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონისა და დემოკრატი კონგრესმენის, სტივ კოენის მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც „ქართული კოშმარის არაღიარების აქტის“ სახელითაა ცნობილი.
კანონპროექტი კრძალავს ბიძინა ივანიშვილის ან მისი ლიდერობით მოქმედი საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარებას შეერთებული შტატების მხრიდან.
კანონპროექტი წარდგენილია და ის გადაეგზავნა საგარეო საქმეთა და იურიდიულ კომიტეტებს განსახილველად. კომიტეტები შეისწავლიან კანონპროექტის იმ ნაწილებს, რომლებიც მათ კომპეტენციაში შედის.
0
0
159
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%