-share.jpg)
ტელეკომპანია „ფორმულა“ Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს.
კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით, რეიტინგი ასე ნაწილდება:
„ქართული ოცნება“ - 37%.
„ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი“ - 21%
„საქართველოსთვის“ - 9%
„ლელო“ - 5%
„გირჩი/დროა“ - 4%
„ლეიბორისტული პარტია“ - 4%
„ხალხისთვის“ - 4%
„გირჩი“ (იაგო ხვიჩია) - 4%
„ალტ-ინფო“ - 3%
„ხალხის ძალა“ - 3%
„მოქალაქეები“ - 3%
„პატრიოტთა ალიანსი“ - 3%
„ევროპული საქართველო“ - 1%
სხვა - 1%.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.
ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 20 ოქტომბერი 6 ნოემბრის პერიოდში.
0
0
რუსეთის პრეზიდენტი სექტემბერში ჩინეთში ჩავა
11/05/2025