10/01/2025
15:59
პოლიტიკა
ჩვენ გვინდა, რომ სამართლიანი სასამართლო ჩატარდეს, - ამის შესახებ რეჟისორმა პაატა ციკოლიამ აქციაზე დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა.
მისი განმარტებით, ხელისუფლებამ ძალისმიერი მეთოდები სხვა ძალისმიერი მეთოდით შეცვალა, თუმცა საზოგადოება მათ თავს არ უხრის.
„მათ ეშინიათ საზოგადოების, ეშინიათ საზოგადოების თავმოყრის, მათი რეაქციის. ისინი უკვე ვეღარ ფლობენ ვითარებას. აშკარაა, რომ საზოგადოება თავს არ უხრის და არ ემორჩილება. ძალისმიერი მეთოდები სხვა ძალისმიერი მეთოდით შეცვალეს. ამას ვაკვირდებით აქაც. ახალგაზრდები ჰყავთ დაკავებული. ჩვენ გვინდა, რომ სამართლიანი სასამართლო ჩატარდეს“, - განაცხადა პაატა ციკოლიამ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე აქციაზე დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დაკავებულთა შორისაა მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე და იუმორისტი ონისე ცხადაძე. ყველა დაკავებულის პროცესი თავდაპირველად მცირე ზომის დარბაზში მიმდინარეობდა, თუმცა დამსწრეთა სიმრავლის გამო და ასევე ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლო დარბაზი შეიცვალა და პროცესი ახლა დიდ დარბაზში გრძელდება.
0
0