-share.jpg)
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონმდებლობის ჰარმონიზაცია წარმოადგენს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებითა და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ ვალდებულებას, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ, ოთარ ჩახუნაშვილმა განაცხადა.
„ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს ახალი კანონი, რომელიც დღეიდან ამოქმედდა, შესაბამისობაშია ევროკავშირის მონაცემთა დაცვის რეგულაციასთან, აგრეთვე შესაბამის დირექტივასთან რაც ერთი მხრივ საკმაოდ მნიშვნელოვანია მონაცემთა სუბიექტის, ანუ მოქალაქეების უფლებების დაცვის კუთხით და მეორე, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ერთმნიშვნელოვნად გვაახლოებს იმ ევროპულ სტანდარტებთან, რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში.
აღნიშნული კანონი მთელ რიგ სიახლეებს ითვალისწინებს. მაგალითისთვის შეგვიძლია ვთქვათ, მონაცემთა დაცვის ოფიცრების დანიშვნის ვალდებულება ორგანიზაციებში, მონაცემთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტის შეტყობინება, მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასება.
პორტირების უფლება ერთ-ერთი სიახლეა, ის ახალი მექანიზმია, რომელიც მოქმედი კანონის მიხედვით უკვე დადგენილია. პორტირების უფლება ნიშნავს, მოქალაქეთა უფლებას, რომ ამა თუ იმ ორგანიზაციიდან მოითხოვონ სხვა ორგანიზაციაში მათი პერსონალური მონაცემების გადატანა მარტივად, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მოქალაქეების უფლებას, რომ ისარგებლონ ამა თუ იმ ორგანიზაციის სერვისებით“, - აღნიშნა ოთარ ჩახუნაშვილმა.
დღეს, პარლამენტში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა.
0
0
ფოთში ავარიის შედეგად ორი პირი დაშავდა
29/07/2025