27/04/2024
22:12
საზოგადოება
სამოქალაქო აქტივისტი, მამუკა ჯუღელი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე 29 აპრილს ,, ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე მიმავალ პედაგოგებს მიმართავს.
„ჩემი ქართულის მასწავლებელი, რომელიც ტარიელის სიმამაცეს მასწავლიდა - დუმს.
ჩემი ისტორიის მასწავლებელი, რომელიც რუსეთის იმპერიალიზმს მიხსნიდა - დუმს.
ჩემი გეოგრაფიის მასწავლებელი, რომელმაც პირველმა მანახა რუკაზე ევროპა - დუმს.
ჩემი ინგლისურის მასწავლებელი, რომელმაც ევროპელებთან ლაპარაკი მასწავლა - დუმს.
ჩემი ხელოვნების მასწავლებელი, ევროპულ ხელოვნებას და კულტურას რომ მასწავლიდა - დუმს.
ჩემი ფიზიკის და ქიმიის მასწავლებლები, ევროპულ სამედიცინო, ტექნოლოგიურ მიღწევებს რომ მასწავლიდნენ - სდუმან.
სკოლის დირექტორმა, საერთოდ დამბლოკა.
ჰოდა, ჩემო ძვირფასო პედაგოგებო, ჩალის ფასი აქვს თქვენს ყველა გაკვეთილს, რაც ჩემთვის ჩაგიტარებიათ და ჩალის ფასი გაქვთ თქვენც ჩემს თვალში.“ " - წერს მამუკა ჯუღელი
0
0
საქართველო ევროვიზია 2024-ის ფინალშია
10/05/2024