
ამასთან, მათიკაშვილმა დამსწრეებს გაახსენა და წაიკითხა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ის განცხადებები, სადაც ისინი, მათიკაშვილის თქმით, „შეურაცხმყოფელ რიტორიკას იყენებდნენ იმ კოლეგა ოპოზიციონერების მიმართ, ვინც საპარლამენტო ცხოვრება არჩია ქუჩის დესტრუქციას“.
დავით მათიკაშვილმა დეპუტატებს შემდეგი რეპლიკითაც მიმართა: „ნახეთ, რა მოკლე გზაა სერიოზულობიდან სასაცილოობამდე“.
„საკუთარ თავსა და სიტყვას უკვე მერამდენედ გადაბიჯებული და საპარლამენტო სავარძლებში მოკალათებული „ნაციონალური მოძრაობა“ პირდაპირ უარს აცხადებს კონსტრუქციულ საპარლამენტო მუშაობასა და ხალხისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების საგნობრივ განხილვაზე. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს ადამიანები ვერ აღწევენ საკუთარი ბელადის ამბიციების ტყვეობას თავს, ცდილობენ, რომ მხოლოდ მის წინაშე და არა საკუთარი ამომრჩევლის წინაშე დარჩნენ ვალმოხდილნი, თუმცა, შესაძლოა, პარლამენტის კარი მხოლოდ მაშინ მოძებნა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როდესაც ქუჩის აქციების პროექტმა ფიასკო განიცადა“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
0
0
„ჯარის ბანაკი“ მეოთხე როტაციას მასპინძლობს
10/07/2025
მარკო რუბიო სერგეი ლავროვს შეხვდება
10/07/2025