
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შოვში მომხდარი ტრაგედიის ფონზე, „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები რესტორან “მეგრულ-ლაზურში” ქორწილს აღნიშნავენ.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობისგან“ მსგავსი საქციელი არ უკვირს, ვინაიდან ამ პარტიისთვის, ტრაგედია პოლიტიკური ქულების დაწერის საშუალებაა და გარდაცვლილები არ ადარდებთ.
„ის, რასაც ახლა აჭარის ნაცმო და ჩასული „ნაცები“ აკეთებენ „მეგრულ-ლაზურში“, ვინმეს გიკვირთ? მე - არა. იკითხავთ რას აკეთებენო? რას და ქეიფობენ, ქორწილი აქვთ და გრიალებენ. მთელი კოჰორტა შეკრებილა და „ნაცების“ აქტიური მხარდამჭერის, ლევან ანთაძის შვილის ქორწილს აღნიშნავენ...
ჰოდა, არ მიკვირს, რადგან ყველა ნაცი არის უსამშობლო მანქურთი, მათთვის ტრაგედია არის პოლიტიკური ქულების დასაწერი რამ, გარდაცვლილები არ ადარდებთ. ნაცებო, მიდი „იგულავეთ“, თქვენი უსისხლო დედა ვატირე“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიას 18 ადამიანი ემსხვერპლა. იდენტიფიცირებულია 14 გარდაცვლილი.
სტიქიის ზონაში 16 ადამიანს ინტენსიურ რეჟიმში ეძებენ.
0
0