
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეროვნულ გალერეასთან მიმდინარე საპროტესტო აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„20 პოლიციის მანქანა ცისფერი გალერეის უკანა ეზოში. მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს????
ცოტა არ იყოს სხვა ეპოქას გვახსენებს და თანამედროვე საქართველოს კი ნამდვილად არცხვენს!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, ეროვნულ გალერეასთან სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილები მხატვარ სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ არსებულ სამართლებრივ დავას აპროტესტებენ.
შეგახსენებთ, ეროვნულ გალერეაში 4 თებერვალს გახსნილი გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა - „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“.
მომხდარ ფაქტზე ქურდობის მუხლით დაიწყო, რაც ისჯება შინაპატიმრობით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით სამიდან ხუთ წლამდე.
0
0