რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოსკოვი „ადეკვატურ და ეფექტურ პასუხს გასცემს“ დასავლეთის ქვეყნების ნებისმიერ მცდელობას, რუსეთს ჩამოერთვას საზღვარგარეთ ასებული უძრავი ქონება და აქტივები.
როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ასეთი ქმედებები კვალიფიცირდება როგორც „სუვერენული უძრავი ქონების უხეში ხელყოფა და სახელმწიფოების ერთი ჯგუფის მიერ მეორის ქონების ბანალური, აშკარა ქურდობა“.
„ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთის საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ცალმხრივი იძულებითი ზომების უკანონობაზე. არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ რუსეთის ფედერაციისთვის ქონების ჩამორთმევა უკანონოა და არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს, მათ შორის სახელმწიფოთა სუვერენულ თანასწორობას.
„კოლექტიური დასავლეთის“ ქვეყნებს შეუძლიათ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ რუსეთის უძრავი ქონების, ისევე როგორც სხვა აქტივების ჩამორთმევის ნებისმიერ მცდელობას აუცილებლად მოჰყვება ადეკვატური და ეფექტური პასუხი“, - RIA Novosti-ს რუსეთის საგარეო უწყებაში.
0
0