
ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ხრენინმა განაცხადა, რომ რუსეთი რესპუბლიკის სტრატეგიულ მოკავშირედ რჩება და მინსკი ამ ალიანს არ უღალატებს.
მისივე თქმით, რუსეთ-ბელარუსის ერთობლივმა სამხედრო წვრთნებმა თავისი დანიშნულება უკვე შეასრულა.
„რუსეთი ჩვენთვის რჩება სტრატეგიულ მოკავშირედ და ჩვენ არ ვუღალატებთ მას, როგორც არ უნდა დაგვარწმუნონ ამის გაკეთებაში.
ერთობლივმა წვრთნებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია პრესაში, განსაკუთრებით უცხოურში. შემიძლია ვთქვა, რომ ყველა დაკისრებული დავალება შესრულებულია. მინდა აღვნიშნო პილოტების თანმიმდევრულობა, რომლებმაც დაადასტურეს მზადყოფნა შეასრულონ სხვადასხვა სირთულის ამოცანები“, - განაცხადა ხრენინმა.
ცნობისთვის, რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი ტაქტიკური წვრთნები ბელარუსის ტერიტორიაზე 16 იანვრიდან 1-ელ თებერვლამდე მიმდინარეობდა.
0
0