04/12/2024
22:50
პოლიტიკა
„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი წევრის, ლევან სამუშიას განცხადებით, სასტუმრო „ქორთიად მარიოტთან“ 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის შეხვედრის დასრულების შემდეგ მათზე გ“ანხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას პოლიცია უყურებდა“.
როგორც სამუშია განმარტავს, მათ ფიზიკურად გაურკვეველი პირები გაუსწორდნენ.
„სირცხვილია ბიჭო, საერთოდ დაკარგეს ნამუსი, საერთოდ ყველაფერზე აიღეს ხელი, ვიღაც გაურკვეველი ტიპები მოვიდნენ, კიბეებზე ჩამოვდიოდით, პირველი ვინც იყო, ყველას წიხლები [გვირტყეს] ამას უყურებდა პოლიცია, ფეხებზე ჰკიდიათ ყველაფერი, ამის მერე იტყვიან, რომ ელემენტარული გააჩნიათ. ვიღაც გაურკვეველი პირები სცემდნენ ადამიანები, ვის დაკავებაზე საუბრობდით საერთოდ? სამართლებრივი ტერმინი აღარ არსებობს, პოლიციამ მოუშვა ოფიციალურად „ტიტუშკები“, ხალხი სცემეს, ესენი უკან იყვნენ“, - განაცხადა სამუშიამ.
0
0