დაასახელონ ინვესტორი, რომელიც მოიზიდეს ამ წლების განმავლობაში, დაასახელონ ერთი ინვესტორი მაინც. ვერ მოიზიდეს ვერ ერთი ინვესტორი და ასეთ პირობებში მათი მხრიდან საუბარი იმაზე, რომ ხელი შეეშალათ, არის სრული სპეკულაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ლელოს“ ლიდერების განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
პრემიერის თქმით, ხელისუფლებას არ შეუშლია ხელი „ლელოს“ ლიდერებისთვის ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხში.
„არათუ ხელი არ შეგვიშლია, ამ პროექტის განხორციელებისთვის კონსტიტუციაშიც კი ჩავწერეთ ანაკლიის პროექტი, რომ გაადვილებოდათ ინვესტორის მოზიდვა, თუმცა ასეთ პირობებშიც კი ვერ მოახერხეს ვერც ერთ ინვესტორის დაფინანსება, რადგან მათ ჰქონდათ სინამდვილეში სავარაუდოდ კორუფციული ინტერესები და არა რეალურად პორტის განვითარების ინტერესი“, – განაცხადა კობახიძემ.
0
0